Блогове на ekula91

ekula91
29, Tbilisi, Грузия

მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები

თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს

შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის

გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან

დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის

თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს

დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ

ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ

მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს

და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით

შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო

და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით
 


როგორ გატყუებთ ჩემი იერი
უზრუნველობის მსუბუქი ლანდი...
გგონივართ ლაღი და ბედნიერი,
სულ მხიარული… სულ დარდიმანდი…
თქვენ არ გინახავთ ჩემს თვალზე ცრემლი
ღამით, როდესაც მარტოკა ვრჩები,
ჩემი ბალიში ქვასავით სველი და ფიქრთა ჩემთა
ვეება მთები...
მსურს, მეც გავათბო პატარა სახლი,
მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლას ვუცდი,
არცერთი წუთი ჩემთვის არ ვცხოვრობ!
ვალია ჩემი ყოველი წუთი...?!…
ფიქრიანია ჩემი სიმღერა, რადგან სიცოცხლე სხვაგვარად მიჩანს…
გვეძახის ვალის გადასახდელად...
ქალაქის კართან მომდგარი მიწა!!
თქვენ კი გატყუებთ ჩემი იერი,
უზრუნველობის მსუბუქი ლანდი...
გგონივართ ლაღი და ბედნიერი,
სულ მხიარული...
სულ დარდიმანდი
 


ვერვინ ჩაწვდება ჩემი სულის ფსკერს,
ცოცხალი ვარ და გული არ მიძგერს,
ცხოვრება ნეტავ დიდხანს გამიძლებს?!
რომ მოვჩები, დრო თავიდან მიწყებს…

არ მინდა, ვიყო მხოლოდ ატომი,
რატომ ვარ ხან და ხან რატომ იქ?
სიცოცხლე წიგნთა მცირეა ტომი,
მშვიდობა მქვია, დამარქვათ ომი

გსურთ და ცრემლები ჟანგავენ წამებს,
მლიქვნელი დრო დღეს ტკივილს აამებს,
იარებს აქრობს და ტოვებს შრამებს,
მხოლოდ მზის ქონით სჯობნის დღე ღამეს .

მაწვალებს ფიქრი, უაზროდ ბევრი,
სულია ჩემი – უღრანი ტევრი,
ადამიანთა მეთქმის მე წევრი,
ეს ცხოვრებაა მეტყველი, მჭევრი.

ცრემლები აღწევს ტუჩის კიდეებს
და მაჯერებენ გიჟურ იდეებს,
თითქოს ჩემს გამო თავსაც იდებენ,
მივიხედავ და ფეხით მკიდებენ…

გველი კვლავ ცდილობს მაჭამოს ვაშლი,
ჩემი მერანი მყის ფაფარსა შლის,
მიმაფრენს ზემოთ, მე ღრუბლებს დავშლი,
სიძულვილს, ცრემლებს, ტანჯვას მე წავშლი
 


მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გჭირდები


და გინდა ჩემთან უბრალოდ ყოფნა,

მე მაშინ მოვალ ჩუმი ფიქრებით

და შენს სამყაროს ფერებით მოვრთავ.

მე როცა ვიგრძნობ, რომ შენ გაკლდები,

როცა არა ვარ, ვერ ძლებ უჩემოდ,

მე ამ ფიქრებით კვლავ განვახლდები,

ღიმილს მოგიტან, თვალებს უცრემლოს.

მე როცა ვიგრძნობ, რომ გენატრები,

რომ შენი სული მიხმობს თავისთან,

დავტოვებ ყოველს და გეახლები,

და შენს ცხოვრებას მზეზე გავიტან.

მე როცა ვიგრძნობ... მე მოვალ შენთან,

სულს მოგიშორებ ნაცრისფერ ფერებს,

და შენს ოცნებებს მივიტან ღმერთთან,

უსაზღვრო გრძნობით აგავსებ ჩემებრ
    


02.03.2011

chemi siyvaruli amayia igi mowyalebas ar gtxovs 


11.12.2010

DIDIXANIA ME DARAJI VAR GAMIS,SXEULTAN ERTAD SULIC GACIVDES LAMIS  


მიჰყვები ვნების გზას, აქვეა გოლგოთა,
თავს გაცვეს უფალო გვირგვინი ეკლისა,
ისმის ღვთისმშობლის ქვითინი და მოთქმა,აღსრულდა წინათქმა აღთქმისა ძველისა...შენ მოხვედ დათრგუნვად სატანის_გველისადა ყველას ცოდვები იტვირთე სრულქმნილმან,შეწირვით კრავისა გამოხსნა გვეღირსადა მადლი მოგვმადლე თვით სულიწმიდისა.,მოგვმადლე უფალო, შეგვინდე უფალო''_თვალთაგან ვაწვიმებთ ცრემლს სინანულისას,რადგანაც ღირსი გაგვხადე მიღებადუშრეტი, მარადი ღვთის სიყვარლისა.ჯვარცმისა დიდ შაბათს დაგვხსენი ჯოჯოხეთს,აღდგომით შენითა სიკვდილი დათრგუნე...წმიდა ბარძიმიდან უღირსთთა მირონ გვცხედა სულთა ჩვენთათა სიცოცხლე გვარგუნე...ციდან მადლმოსილი ცეცხლი გვეახლება,ცოდვილთ სამარადო მადლი გვეპკურება,გულში იმედის სხივი გვესახლებადა სული ღვთიურთ გვეპურება.


08.06.2012


29.12.2010

siyvaruls gaumarjos chumsa da auxsnels 


Блогове
Блоговете се актуализират на всеки 5 минути